აღწერა
მეფე ვახტანგ I გორგასალმა აღნიშნული ტერიტორია აღადგინა და გააშენა, სწორედ ის ითვლება თბილისის დამაარსებლად. ქალაქის სახელწოდება წარმოიშვა ძველი ქართული სიტყვიდან „ტფილი“, რაც თბილს ნიშნავს და გოგირდის მრავალრიცხოვან ცხელ წყაროებს აღწერს.
ძველი ქართული ლეგენდის თანახმად, მეფე ვახტანგ გორგასალი ტყეში ნადირობდა. უეცრად მის მიმინოს ხოხობი დაუჭერია. ფრინველები ცხელ წყაროში ჩავარდნილან და დაფუფქულან. წყაროების თვისებებით მოხიბლულ მეფეს ტყის გაჩეხვისა და ქალაქის გაშენების ბრძანება გაუცია. თბილისი სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს 41° 43’ ჩრდილოეთ განედზე და 44° 47’ აღმოსავლეთ გრძედზე. დედაქალაქი აღმოსავლეთ საქარ- თველოში მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზეა განლაგებული. ქალაქი ზღვის დონიდან 380-770მ სიმაღლეზეა, მას ამფითეატრის ფორმა აქვს და სამი მხრიდან მთები ემიჯნება.